გიორგი ბოტკოველი რატი ბრეგაძეს - იუსტიციის სახლით, დღეს თავს იწონებთ, მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ რუსული ბრტყელ-ბრტყელი მესიჯებით რომ მოიხსენიებთ, სწორედ მისი შექმნილია ეს ბრენდი

იუსტიციის სახლით, დღეს თავს იწონებთ, ბატონო რატი, მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ რუსული ბრტყელ-ბრტყელი მესიჯებით რომ მოიხსენიებთ ხოლმე, სწორედ იმ მიხეილ სააკაშვილის შექმნილია ეს ბრენდი, -ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ამასთან დეპუტატმა, კითხვით მიმართა მინისტრს, „საინტერესოა, შეფერხება, მაინც და მაინც, ეთნიკურად ქართველ რუსეთის მოქალაქეებს რატომ აქვთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით?“

„იუსტიციის სახლით, დღეს თავს იწონებთ. წინა სხდომაზე მოვისმინეთ ერთ-ერთი კოლეგის განცხადება, სადაც საუბრობდა თურმე აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში იუსტიციის სახლების ბრენდები ჩააქვთ და ამით ამაყობენ, კარგია, უნდა იამაყონ, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, ბატონო რატი, რუსული ბრტყელ-ბრტყელი მესიჯებით რომ მოიხსენიებთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს დამნაშავედ, სწორედ იმ მიხეილ სააკაშვილის შექმნილია ეს ბრენდი. 2011 წელს პირველი ასეთი ბრენდი ბათუმში გაიხსნა, ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე მე გახლდით. შემდგომ, თქვენს ამ განცხადებებს ოკუპანტი ქვეყნის სხვადასხვა თანამდებობის პირები რომ გიწოდებენ ხოლმე, აი, იმ მიხეილ სააკაშვილის გახსნილია ეს ბრენდი. რაც შეეხება შეკითხვას, მუდმივად საუბრობთ წარმატებულ პროექტებზე მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით და ა.შ. კონკრეტული ციფრები გვაქვს, 2022 წელს, 2023 წელს რუსეთის ფედერაციის რამდენ მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, მათ შორის გამონაკლისის წესით. გვაინტერესებს, მაინც და მაინც, შეფერხება რატომ აქვთ ეთნიკურად ქართველ რუსეთის მოქალაქეებს? ასეთი ასეულობით ადამიანია, რომელსაც თქვენ არ აძლევთ მოქალაქეობას იმისგან განსხვავებით, რომ კონკრეტულად რუსეთის მოქალაქეებს, როგორც კომპანიის რეგისტრირებაში, ისე მოქალაქეობის მინიჭებაში უცბად და სხვადასხვა გადაწყვეტილებებით უწყობთ ხელს. ციფრებით რომ გვითხრათ, რამდენ ქართველ რუსეთის მოქალაქეს არ მიეცით ეს უფლება?“, - მიმართა ბოტკოველმა იუსტიციის მინისტრს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია