რატი ბრეგაძემ პარლამენტში მედიაციის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტებში რეგიონული სივრცეების მოწყობის შესახებაც ისაუბრა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას მედიაციის სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტებში რეგიონული სივრცეების მოწყობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის პროგრამებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, განრიდების პროგრამებში 1175 პირი ჩაერთო, რაც აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის პროგრამებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განრიდების პროგრამებში მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩაერთო 1175 პირი, რაც აქამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ გავხსენით სივრცეები ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, სენაკსა და ახალქალაქში. ასევე მიმდინარე წელს გაიხსნება დედოფლისწყაროში, ხობსა და საჩხერეში“,- განაცხადა ბრეგაძემ, რომლის განცხადებასაც დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს