რატი ბრეგაძე - პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების აღჭურვილი მოწყობილობა PROBBOX-ით პრობაციონერების მისვლა გახდა შესაძლებელი ალტერნატიულ შენობა-ნაგებობებში

პირველად ევროპის მასშტაბით, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების აღჭურვილი მოწყობილობა PROBBOX-ით პრობაციონერების მისვლა გახდა შესაძლებელი ალტერნატიულ შენობა - ნაგებობებში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა PROBBOX-ის და მასში ინტეგრირებული ეფექტიანი სერვისების შესახებ ისაუბრა.

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, 2023 წელს ახალი მოწყობილობები, კერძოდ 20 ერთეული მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება დამონტაჟებული.

„პირველად ევროპის მასშტაბით, პრობაციის ბიუროში გამოცხადებასთან ერთად თითის ანაბეჭდისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების აღჭურვილი მოწყობილობა PROBBOX-ით პრობაციონერების მისვლა გახდა შესაძლებელი ალტერნატიულ შენობა - ნაგებობებში. 2023 წელს ახალი მოწყობილობები, კერძოდ 20 ერთეული მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება დამონტაჟებული და შესაბამისად, რაც პრობაციონერებს უფრო მეტად გაუმარტივებს სასჯელის აღსრულების პროცესს. აქვე, აღსანიშნავია, რომ PROBBOX -ის სერვისი 140 000 ჯერ იყო გამოყენებული“, - განაცხადა ბრეგაძემ, რომლის განცხადებასაც დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს