გიორგი ამილახვარი - გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს - მინდა, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ყოველთვის გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახალგაზრდებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველო ტრადიციულად უერთდება მსოფლიო ინიციატივას და ყოველ წელს ერთად აღინიშნება ეს თარიღი.

„სტუდენტობა არის ის უმთავრესი ძალა, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვე დემოკრატიულ ფასეულობებს და ჩვენი ქვეყნის პროგრესულ მომავალს უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სტუდენტებს და შევთავაზოთ მათ სხვადასხვა მხარდამჭერი სერვისები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მომავალში არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ ყველა სტუდენტისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო ზრდისა და მათი დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.

მეამაყება, რომ დღეს საქართველოში უამრავი ნიჭიერი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტი გვყავს და მჯერა, რომ თითოეული ახალგაზრდა, თავისი ცოდნითა და შემართებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მსურს, მივმართო ჩვენს სტუდენტებს – პირადად მე, ყოველთვის ვიდგები თქვენ გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი თქვენი ინოვაციური იდეებისა და საინტერესო ინიციატივების განხორციელების საქმეში.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ დღეს. მინდა, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ყოველთვის გჯეროდეთ თქვენი შესაძლებლობების, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, უამრავ ბედნიერ წელს და ბევრ გამარჯვებას ცხოვრების გზაზე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო