ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მრავალსართულიანი კორპუსების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მრავალსართულიანი კორპუსების სახურავებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მისამართებია: სტალინის გამზირის N5 (გამოიცვალა მე-2 სადარბაზოს სახურავი); რომელაშვილების ქუჩა N179; თარხნიშვილის ქუჩა N18 (გამოიცვალა პირველი სადარბაზოს სახურავი); თამარ მეფის გამზირი N82); თამარ მეფის მე-5 კვარტალი N21 (გამოიცვალა მხოლოდ წყალშემკრები ძაბრების და ვერტიკალური წყალსადინარი მილები); მეჯვრისხევის ფაბრიკის დასახლება (ერთი კორპუსი)

„მიმდინარე წელს დაფინანსების მიზნით 100-მდე ამხანაგობამ წარმოადგინა საპროექტო ინიციატივა. პროექტის შერჩევისას პრიორიტეტი სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს ენიჭება.

სახურავების გადახურვა (90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 90%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.

თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს