საპენსიო სააგენტო დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესების გაცნობას ისახავდა მიზნად.

„კერძო სექტორს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გააცნო ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების, საპენსიო სააგენტოს მიერ დაგეგმილი სიახლეების, უახლესი სტატისტიკისა და მიმდინარე პროცესებში ბიზნესის როლის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ წარადგინა პრეზენტაცია საინვესტიციო მანდატზე, მოთხოვნებზე, საქმიანობაზე, განხორციელებულ ინვესტიციებზე და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზე.

ასევე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს მიერ დანერგილი ISO 27001 საერთაშორისო სტანდარტის შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მექანიზმებს, ასევე ისაუბრეს არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საპენსიო სააგენტოში მიმდინარე პროცესები საყოველთაოდ აღიარებული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სააგენტოს წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრათ. საპენსიო სააგენტოსთან შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრების ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს კერძო და საჯარო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია