რატი ბრეგაძე დავით ხაჯიშვილს - თქვით, რომ ბათუმის იუსტიციის სახლში ადამიანს 3 საათი უწევს ლოდინი - დაბადების დღეზე კარგ წამმზომს გაჩუქებთ, რომ დროც შესაბამისად სწორად აღრიცხოთ, რადგან ეს ტყუილია

დაბადების დღე, როგორც ვიცი, 10 თებერვალს გაქვთ, ამიტომ აუცილებლად კარგ წამმზომს გაჩუქებთ, რომ დროც შესაბამისად სწორად აღრიცხოთ, რადგან ეს ტყუილია, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით ხაჯიშვილის კითხვას, რომლის მიხედვითაც, ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქეებს სერვისის მისაღებად 3-4 საათის გატარება უწევთ.

ბრეგაძემ აღნიშნულს ტყუილი უწოდა და ამასთან, დასძინა, რომ 2024 წელს, ბათუმში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება.

„ბატონო დავით, როგორც ჩანს, თქვენ არ უსმენდით ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც იუსტიციის სახლებზე ვისაუბრე. თქვენ ბრძანეთ, 3-დან 4-საათამდე უწევს ადამიანს ბათუმის იუსტიციის სახლში ლოდინიო. გაოცებული ვარ პირდაპირ, რომელი საათის სარტყელში იმყოფებით თქვენ, ასევე, რა წამმზომი გაქვთ ასეთი. დაბადების დღე, როგორც ვიცი, 10 თებერვალს გაქვთ, ამიტომ აუცილებლად კარგ წამმზომს გაჩუქებთ, რომ დროც შესაბამისად სწორად აღრიცხოთ ხოლმე, რადგან ეს ტყუილია. აუცილებლად გაჩუქებთ, მახსოვს, დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ და კარგ წამმზომს პირადად გამოგიგზავნით. ეს ტყუილია და არ უნდა ილაპარაკოთ ასეთი რამე, მითუმეტეს, პარლამენტის წევრმა. იმის შესახებაც ვისაუბრე, რომ მოლოდინის დრო თბილისის იუსტიციის სახლში 18 წუთი იყო, რაც 2-წუთამდე შემცირდა, ასევე, ბათუმშიც, ისევე როგორც ყველგან, მოლოდინის დროით კმაყოფილი არც ჩვენ ვართ, მაგრამ 3-4 საათი გაასმაგებულია რეალობასთან მიმართებით, ამიტომ კარგი იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანოთ ხოლმე.

2024 წელს, ბათუმში, იუსტიციის სახლის მეორე ფილიალი გაიხსნება, რადგან მოთხოვნა მზარდია და ჩვენც გვინდა, ამ მოთხოვნას დროულად ვუპასუხოთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია