კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარებისთვის საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 45 მლნ ევრომდე მიიღებს

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა ორი სასესხო შეთანხმება, რომლითაც ADB-ი საქართველოს გამოუყოფს, დაახლოებით, 45 მლნ ევროს ოდენობის სესხს, კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა/პროექტის განსახორციელებლად.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამიმ.

„ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერებას. კერძოდ, კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და მასთან დაკავშირებული სარწყავი სისტემის მოდერნიზაციას.

კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა მოიცავს საირიგაციო პოლიტიკისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას, წყლის ეფექტურად გამოყენების გაუმჯობესებას, სარწყავი სისტემის ფინანსური მდგრადობის მისაღწევად, მმართველობისა და მართვის კონტროლის გაძლიერებას, რათა გაიზარდოს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ეფექტურობა და სარწყავი სისტემის მდგრადობა კლიმატის ცვლილების პირობებში“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე