დიმიტრი პესკოვი - რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს იგივე, ან ისეთივე, როგორიც ვლადიმერ პუტინი

რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმერ პუტინი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

სტუდენტურ საინფორმაციო არხთან MGIMO 360-თან ინტერვიუს დროს პესკოვს ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი პუტინის ეპოქის დასრულების შემდეგ.

„იგივე, ან სხვა, მაგრამ ისეთივე“, -უპასუხა პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის არჩევნებში და გაიმარჯვებს.

„პუტინს ჯერ არ განუცხადებია, აპირებს თუ არა კენჭისყრას. მაგრამ გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ის გააკეთებს ამას. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მოიგებს არჩევნებს, ეჭვი არ მეპარება, რომ ის კვლავაც ჩვენი პრეზიდენტი იქნება და შემდეგ ვნახოთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს