„ჯივიპი“ დოდაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

კომპანიის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში 2,5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები ახლით იცვლება. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 7 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 7 საკვანძო ჭა მოეწყობა, ასევე 5 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდება.

განაშენიანების პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის აკაკი ნიკოლაიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დოდაშვილის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს, სადაც წყლისა და წყალარინების კოროზირებული ქსელი იცვლება.

“ჯივიპის“ ახალი მფლობელი, ესპანური კომპანია „აქუალია“, თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მუშაობს და 2023 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სარეაბილიტაციო პროექტებს ახორციელებს. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დოდაშვილის ქუჩაზე, სადაც იცვლება წყლისა და წყალარინების კოროზირებული ქსელი.

საერთო ჯამში პროექტში 750 000 ლარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს, წყალსადენის კი დეკემბერში დასრულდება”,- აცხადებს აკაკი ნიკოლაიშვილი.

შედეგად, ისნის რაიონში დოდაშვილისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს