რატი ბრეგაძის ინფორმაციით, რუსთავში მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება აშენდება #12 და #16 პენიტენციური დაწესებულებების გვერდით და არა ჭყონდიდელის ქუჩაზე, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, რუსთავში მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება აშენდება #12 და #16 პენიტენციური დაწესებულებების გვერდით. მისი განმარტებით, სასჯელაღსრულების დაწესებულება არ აშენდება ჭყონდიდელის ქუჩაზე, სადაც პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის დაწყების გეგმას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

„რაც შეეხება კითხვას რუსთავში იმავე ადგილას ხომ არ ვაპირებთ პენიტენციური დაწესებულების აშენებას, იგულისხმება ჭყონდიდელის ქუჩა, სადაც მოსახლეობას ჰქონდა პროტესტი ადრე გამოხატული, გეტყვით რომ არა. ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულება შენდება #12 და #16 პენიტენციური დაწესებულებების გვერდით, ეს ტერიტორია არის შემოფარგლული და იმთავითვე იყო პენიტენციური დაწესებულებისთვის განკუთვნილი. შესაბამისად, რუსთავის მოსახლობას ამ კუთხით არავითარი პრობლემა არ შეექმნება. ჩვენ, პირიქით, როგორც გითხარით, ვმოქმედებთ მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს