იუსტიციის მინისტრი 2012 წლამდე ციხეებში არსებულ ვითარებაზე - ეს იყო დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე, ამ სირცხვილს ვერ ჩამოირეცხავთ

ადამიანებს აბამდნენ მიცვალებულებს, პირში უთავსებდნენ სპეციალურ მოწყობილობას, რომ ხმის ამოღება არ შესძლებოდათ; ცემა ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ის, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სისტემური ხასიათი ჰქონდა ადამიანთა წამებას, ოჩიგავას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადასტურებული.

„თუ ქართულ სასამართლოს არ ენდობით, იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ენდობით. ამას ვერ ჩამოირეცხავთ, ეს იყო დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს