„თეგეტა აკადემიაში“ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ პროგრამაზე სწავლა დაიწყო

„თეგეტა აკადემიაში“ სასწავლო პროცესი განახლდა. ძრავის მექანიკოსის პროფესიას 15 პროფესიული სტუდენტი დაეუფლება.

“თეგეტას“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად მათ შიდა ტესტირებისა და მოტივაციური გასაუბრების ეტაპი გაიარეს და 79 მსურველს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

პროგრამის დაწყებამდე „თეგეტა აკადემიამ“ ახალი ნაკადის სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. მათ საშუალება ჰქონდათ, აკადემიას, ადმინისტრაციას, პროფესიულ მასწავლებლებს, შიდა და გარე სივრცეებს გასცნობოდნენ, ენახათ თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები.

„თეგეტა აკადემიაში“ აღნიშნული პროგრამა პირველად ხორციელდება. რაც ნიშნავს იმას, რომ დიპლომირებულ ელექტრომექანიკოსებთან ერთად, მომავალ წელს აკადემიას პირველი დიპლომირებული ძრავის მექანიკოსებიც ეყოლებიან.

„მოხარული ვართ, რომ წელს პირველად ვიწყებთ მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია „თეგეტა აკადემიისთვის“ და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. „თეგეტა აკადემია“ მხოლოდ სწავლების პროცესით არ შემოიფარგლება და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაშიც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა, ოთარ სიხარულიძემ.

პროგრამის პროფესიული სტუდენტები 10 თვის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან, რომლის დროსაც საშუალება ექნებათ, შეისწავლონ როგორც ზოგადი, ისე პროფესიული მოდულები.

„პროგრამის მოცულობა 58 კრედიტისგან შედგება. სწავლების პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა შუალედური გამოცდის საშუალებით შემოწმდება, ხოლო პროგრამის დასრულებისას ისინი სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ. პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ საქმიანობა მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, „თეგეტაში“ დასაქმდნენ“, - განაცხადა „თეგეტა აკადემიის“ ხარისხის მართვის მენეჯერმა, ნინი ერისთავმა.

„თეგეტა აკადემიის“ პროფესიულ კოლეჯში სწავლება, ჯამში, 3 პროფესიულ პროგრამაზე მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის კოლეჯი წარმატებით დაასრულა 11-მა სტუდენტმა, რომელთაგანაც უმეტესობა „თეგეტაში“ დასაქმდა. ამჟამად პროფესიულ კოლეჯში, ძრავის შეკეთების პროგრამის გარდა, 13 აქტიური სტუდენტი ელექტრო და ელექტრონული სისტემების დუალურ პროგრამაზე სწავლობს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის