„საქართველოს ბანკსა“ და სასკოლო ლიგას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ არა ერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა სასკოლო ლიგასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - ტურნირები ჩატარდება, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, ქუთაისში, კახეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში გაიმართება. შედეგად, მასში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 14 000-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მიიღებს.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების შესაძლებლობების, ამიტომ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის გამოვლენას, მათ შორის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. სასკოლო ლიგასთან გაფორმებული მემორანდუმიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - მივცეთ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მოსწავლეებს, მოვახდინოთ მათი მოტივაცია, და ვუბიძგოთ მუდმივი განვითარებისკენ. რაც მომავალში დაეხმარება მათ, შექმნან უკეთესი, უფრო ჯანსაღი მომავალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ლიგა მოიცავს საქართველოს რეგიონებსაც, რაც ნიშნავს, რომ 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას ექნება სპორტის სხვადასხვა სახეობაში საკუთარი თავის გამოვლენის და უნარების განვითარების შესაძლებლობა“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს