რატი ბრეგაძე ლევან ბეჟაშვილს - მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვა ვერ მოგიფიქრებიათ - სად იყავით, როდესაც კითხვის დასმის დრო იყო, მარტო ტელევიზიასთან რომ შეგიძლიათ საუბარი?!

მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვები ვერ მოგიფიქრებიათ, - ამ სიტყვებით მიმართა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ბეჟაშვილს პარლამენტში.

რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან ბეჟაშვილი საკმაოდ „გაბრაზებული სახით“ აცხადებდა, რომ კითხვები ჰქონდა მინისტრთან, თუმცა კითხვების დასმის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.

„მესამე წელია, ერთსა და იმავეს იმეორებთ, სხვა კითხვა ვერ მოგიფიქრებიათ. მე მომავალზე ვლაპარაკობ ზუსტად და აქ რომ ყოფილიყავით დარბაზში და მოგესმინათ, სწორედ მომავალზე ვისაუბრე. ისიც მოვისმინე, განცხადება გაგიკეთებიათ – იუსტიციის მინისტრთან კითხვები გვაქვსო, და საკმაოდ გაბრაზებული სახით აკეთებდით ამ განცხადებებს... ახლა მე გკითხავთ – სად იყავით, როდესაც კითხვის დასმის დრო იყო, მარტო ტელევიზიასთან რომ შეგიძლიათ საუბარი. სად იყავით? დარბაზში არ იყავით?!"- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია