თამილა ბარკალაია რადიმ ირსენს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, რადიმ ირსენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უცხოელ კოლეგას, სამინისტროს პრიორიტეტები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო. ისაუბრეს სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გამოწვევებზე.განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტროს სწორად დასახული პრიორიტეტები აქვს.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. განვიხილეთ სოციალური დაცვის სისტემები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. ჩეხეთის მხარემ ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა, რათა ჩვენი სოციალური სისტემები კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს. შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე და ჩეხეთის მხრიდან სოციალური პროექტების მხარდაჭერაზე“,- აღნიშნულის შესახებ თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

შეხვედრას ჩეხეთის რეგიონული განვითარების წარმომადგენელი იანა ზელინგეროვაც ესწრებოდა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია