ანა ბუჩუკური - ჩვენი მიზანია, რომ „ნაცებმა“ და „ოცნებამ“ ჯამში ერთად 50% -ზე მეტი ვერ აიღონ - მირჩევნია, „ლელო“ მოხვდეს 2024 წლის პარლამენტში, რომ შემდეგ იქ შედგეს თანამშრომლობა

როდესაც ვამბობთ, რომ „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ წითელი ხაზია, ეს არ გადაიხედება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ 2024 წლის არჩევნებსა და სავარაუდო კოალიციურ მთავრობაზე საუბრისას განაცხადა.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებისთვის პარტია „საქართველოსთვის“ არცერთ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს.

„ჩვენი მიზანია, რომ „ნაცებმა“ და „ოცნებამ“ ჯამში ერთად 50%-ზე მეტი ვერ აიღონ. ამბიციურია, მაგრამ ფაქტია შესაძლებელია და ამას კვლევებიც აჩვენებს. ხშირად გვეკითხებიან გაერთიანებებზე. ჩვენი პოლიტიკური გუნდი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს, მაგრამ ჩვენთვის პრაგმატული ინტერესია, რომ „ნაცებს“ და "ოცნებას“ მიღმა არსებული პატარა, პროდასავლური პარტიები გაძლიერდნენ. მაგალითად „ლელო“. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად „ლელო“ თავს გვესხმის, განსაკუთრებით გიორგი გახარიას ესხმის ხოლმე თავს ბატონი ხაზარაძე, პრინციპული არჩევანია ჩვენი, რომ არ ვუპასუხოთ. პრინციპულად გვირჩევნია, რომ „ლელო“ გაძლიერდეს, ამიტომ არ ვესხმით თავს. რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენს „ლელო“ მირჩევნია. მირჩევნია, რომ „ლელო“ მოხვდეს 2024 წლის პარლამენტში, რომ შემდეგ იქ შედგეს თანამშრომლობა“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურის თქმით, ხშირად ამბობენ, რომ გახარიას პარტია საკრებულოებში „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანდა, რაც სიმართლე არაა და სინამდვილეში „ნაცმოძრაობა“ იძულებული გახდა მათთვის მხარი დაეჭირა.

„ნაცმოძრაობა“ ვაიძულეთ, რომ საკრებულოებში ჩვენთვის მხარი დაეჭირათ, ოღონდ ბარტერი არ მომხდარა, არაფერი არ გაგვიცვლია, იძულებულები გავხადეთ. „ნაცმოძრაობა“ სხვა შემთხვევაში უარეს მდგომარეობაში ვარდებოდა და უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდათ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის