რატი ბრეგაძე ოპოზიციაზე - ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო,  და მერე დარბაზშიც ვერ  შემოდიან - არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა

ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, ერთი ამბავი იქნებაო, და მერე დარბაზშიც ვერ შემოვიდნენ, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში დასკვნით სიტყვაში ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომელთაც, მისი თქმით, ტელევიზიით კითხვების დასმა დააანონსეს და შემდეგ დარბაზშიც არ შემოსულან.

„დარბაზიდან გაქცეულებს: ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ. ნებისმიერ მოხსენებაზე დააყენებენ კორიანტელს, კითხვებს დასვამენ და შემდეგ გარბიან. თუმცა, დღეს სხვა რამეც ვიხილეთ - უკვე ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, ერთი ამბავი იქნებაო, და მერე დარბაზშიც ვერ შემოვიდნენ. ესეც ვიხილეთ. რას ვიზამთ, ამით ეს ადამიანები აჩვენებენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ სახეს და არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემაა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს