ნინო თანდილაშვილი ფერმერთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა ფერმერთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გახსნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „ფერმერთა დღე“ სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

„პირველ რიგში, მინდა ფერმერებს მივულოცო დღევანდელი დღე და წარმატებები ვუსურვო საქმიანობაში. ფერმერები ქმნიან დოვლათს ჩვენი ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველწლიურად, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდამჭერ მექანიზმებს არაერთი მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში, შთამბეჭდავია ის რიცხვები, რასაც ჩვენ ვხედავთ სოფლის მეურნეობაში როგორც წარმოების ზრდის კუთხით, ასევე ახალი გადამმუშავებელი საწარმოების გახსნის მიმართულებით. რა თქმა უნდა, გვაქვს პრიორიტეტული სექტორები, სადაც სახელმწიფო ეხმარება ფერმერებს საერთაშორისო ბაზრებზე საექსპორტო პოტენციალის გაზრდის და ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. ამ მხარდაჭერას, ფერმერების საჭიროებებიდან გამომდინარე, მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ. ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას იმისათვის, რომ უფრო მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, რომელიც ბუნებრივია კონკურენციას გაუწევს და იქნება სასურველი ევროკავშირის ბაზრებისთვის. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამ პროდუქციას ქნიან ჩვენი ფერმერები. ფერმერებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელი დღეს”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

„ღონისძიების ფარგლებში, 9 ნომინაციაში გამარჯვებული ფერმერები დაჯილდოვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან ერთად, ფერმერის დღეს 2015 წლიდან აღინიშნავს.

ფერმერების დაჯილდოების ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი, მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს