IBSU-ში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი ლექცია ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკელი და ქართველი მოსამართლეების ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გამოწვევები ოჯახური ძალადობის საქმეთა განხილვისას – ქართული და ამერიკული გამოცდილება."

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ ამერიკელი მოსამართლეები – ელისაბედ ესპინოზა და ქეროლ ქელი, დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი, ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე მადონა მაისურაძე.

ინტერაქტიურ შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის სტუდენტები.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია