საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი - ომი ღაზას მოსახლეობას და ეკონომიკას ანადგურებს

ომი ღაზას მოსახლეობას და ეკონომიკას ანადგურებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.

„კონფლიქტი ღაზას ანგრევს და დასავლეთ სანაპიროს ეკონომიკაზე მძიმე ზემოქმედებას ახდენს, ასევე სირთულეებს უქმნის მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებს, ტურიზმისა და ენერგეტიკის ხარჯების გაზრდის ფონზე“, - განაცხადა გეორგიევამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ომის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, სერიოზულად განიხილავს ეგვიპტისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხების პროგრამის გაზრდას.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს