კატრინ კოლონა - ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეები გათავისუფლებულ მძევალთა შორის იქნებიან

ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეები გათავისუფლებულ მძევალთა შორის იქნებიან, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ განაცხადა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა იმედს გამოთქვამს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებულ მძევლებს შორის საფრანგეთის მოქალაქეებიც იქნებიან.

„ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთის მოქალაქეები მათ შორის არიან და თუ ეს შესაძლებელია, გათავისუფლებული მძევლების პირველ ჯგუფშიც. ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ“, - განაცხადა კატრინ კოლონამ.

საფრანგეთი, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად, დაკარგულად 8 ადამიანს თვლის, რომელთაგან რამდენიმე „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები