ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი - მძევლების შესახებ შეთანხმება საშიშ პრეცედენტს ქმნის

მძევლების შესახებ შეთანხმება საშიშ პრეცედენტს ქმნის, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა განაცხადა.

„ეს ზავი „ჰამასს“ ყველაფერზე მეტად სურდა. მათ სურდათ პირველ ეტაპზე ქალები და ბავშვები მოეშორებინათ, რადგან ამაზე საერთაშორისო ზეწოლა ხორციელდებოდა. „ჰამასს“ საწვავის მიღება, ტერორისტების გათავისუფლება, ისრაელის თავდაცვის ძალების მოქმედებების შეჩერება და დაზვერვის საქმიანობის აკრძალვა სურდა. მათ ეს ყველაფერი მიიღეს“, - წერს ბენ გვირი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

იტამარ ბენ გვირმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას საშიში პრეცედენტი უწოდა, რომელიც წარსულ შეცდომებს იმეორებს.

„ჩვენ გვაქვს მორალური ვალდებულება, რომ ყველა მათგანი დავიბრუნოთ და არ გვაქვს უფლება მათ დანაწილებას ან მხოლოდ რამდენიმე მათგანის უკან დაბრუნებას დავთანხმდეთ“, - აღნიშნა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები