ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა არის თავხედობა და მეტი არაფერი

„ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა არის თავხედობა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დაღმა ჩადის და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

„ვარდების რევოლუციამ“ ქვეყანას მოუტანა შემდეგი - ეს იყო ადამიანის უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, ადამიანის წამების სისტემური პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ტელევიზიების მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს ძალიან გრძელი სიაა. უამრავი ადამიანი ფიზიკურად შეეწირა „ვარდების რევოლუციის“ შედეგებს. ასეთ დროს „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ვარდების რევოლუციის“ იუბილეს აღნიშვნა არის თავხედობა და მეტი არაფერი.

როგორც დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა არ უშველის ოლიგარქების პრობლემას, ასევე ვერავითარი მანიფესტი ვერ უშველის იმ პრობლემებს, რომელიც არის „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ორი კომიკური ფიგურა - აქეთ ხაბეიშვილი, იქით მელია ყოველდღიურად საზოგადოებას უზიარებენ წყენას ერთმანეთის მიმართ და ასეთ პირობებში რა მანიფესტი უშველის „ნაციონალურ მოძრაობას“, საზოგადოებას შეუძლია განსაჯოს. იმდენად ღრმად არის წასული ეს დაპირისპირება, რომ „ნაცმოძრაობის“ მობრუნება არის შეუძლებელი, დაღმა ჩადის მისი რეიტინგი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა