ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე - უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავაჩეროთ ეს ტრაგედია

უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება უკრაინაში ომის ტრაგედიის გაჩერება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა “დიდი ოცეულის” ლიდერების ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

“კი, რა თქმა უნდა, სამხედრო ქმედებები ყოველთვის ტრაგედიაა. და, რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავაჩეროთ ეს ტრაგედია. სხვათა შორის, რუსეთს არასდროს არ უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე”, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “დიდი ოცეულის” ზოგიერთმა ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ შოკირებული იყვნენ უკრაინაში რუსეთის აგრესიით.

“მესმის, რომ ამ ომს და ხალხის სიკვდილს შოკის გარდა სხვა არაფერი შეუძლია… და პალესტინაში, ღაზას სექტორში დღეს სამოქალაქო მოსახლეობის განადგურება, ეს შოკისმომგვრელი არ არის”, - განაცხადა პუტინმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს