„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები გამოვლინდნენ

ფონდი „ქართული გალობისთვის“ ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაცია და მისი შესწავლით დაინტერესებული ახალგაზრდა თაობის პროფესიული წახალისება მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართული ტრადიციული მუსიკის აღიარებული მკვლევრებისა და შემსრულებლების, ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია, რომელიც 2016 წლიდან „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით აჯილდოებს ქართული ტრადიციული მუსიკის მკვლევარ გამორჩეულ სტუდენტებს.

22 ნოემბერს, ფონდის დამფუძნებლებმა 2023 წლის სტიპენდიის მფლობელები დააჯილდოეს. ღონისძიებას ესწრებოდა გიგი გარაყანიძის მეუღლე, მაგდა კევლიშვილი და შვილი, ილია გარაყანიძე.

სტიპენდია წელს მეცხრედ გაიცა და მისი მფლობელები გახდნენ: ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი, მონაზონი ნინო სამხარაძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ელენე ბერაია და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრი, ანა ფეიქრიშვილი.

(R)

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს