ვიქტორ ორბანი - ცვლილებების ქარი უკვე აქ არის! ვულოცავ ხეერტ ვილდერსს ნიდერლანდების არჩევნებში გამარჯვებას

ხეერტ ვილდერსს ნიდერლანდების არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ცვლილებების ქარი უკვე აქ არის! ვულოცავ ხეერტ ვილდერსს ნიდერლანდების არჩევნებში გამარჯვებას“, - წერს ორბანი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შედეგების 98%-ია დათვლილი და წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) გაიმარჯვა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026