მიხეილ სარჯველაძე თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით - ის ნაკლოვანებები, რომელიც რეზოლუციას თან ახლავს, მოითხოვს გასწორებას და ამისთვის კოლეგებთან ვმუშაობთ

ის ნაკლოვანებები, რომელიც რეზოლუციას თან ახლავს, მოითხოვს გასწორებას ჩვენ მიერ ახლა, ამ ეტაპზე და ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა - მუშაობა გულისხმობს კონსულტაციებს ჩემს კოლეგებთან, ესაა აუცილებელი წინაპირობა,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძე არ აკონკრეტებს, კონსულტაციების შედეგად გახდება თუ არა შესაძლებელი რეზოლუციის პროექტის მიღება.

„აქუბარდიამ, ვიდრე დააინიცრებდა ინიციატივას, არ შეიწუხა თავი, რომ კონსულტაციები გაემართა მათ შორის უმრავლესობის წევრებთან და შეთანხმებული პოზიცია ჰქონოდა. ამ ინიციატივას არ ეყოფა მხოლოდ ამ კომიტეტის ფარგლებში განხილვა და დასჭირდება, მათ შორის, სხვა კოლეგა დეპუტატებთან დისკუსია. ის ნაკლოვანებები, რომელიც ამ ინიციატივას თან ახლავს, მოითხოვს გასწორებას ჩვენ მიერ ახლა ამ ეტაპზე და ამისთვის მიმდინარეობს მუშაობა. რომელიმე ჩანაწერი არის თუ არა იქ ისეთი, რომელიც შეიძლება იყოს მიუღებელი, ამ წუთას პასუხის გაცემა არც შეიძლება, რადგან ეს მოითხოვს დამუშავებას და შედეგად ამ პოზიციის ჩამოყალიბებას თითოეულ წინადადებასთან დაკავშირებით. მუშაობა გულისხმობს კონსულტაციებს ჩემს კოლეგებთან, ესაა აუცილებელი წინაპირობა. ეს მუშაობა მიმდინარეობს და მუშაობის შედეგების თაობაზე თქვენთვისაც ცნობილი იქნება ალბათ, უახლოეს ხანებში. ამ საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაციები, მე მაქვს მაგალითად ამასთან დაკავშირებით, მე ხომ დამევალა, ჩემს კომიტეტს ამ საკითხის განხილვა, ამიტომ მჭირდება საკითხთან დაკავშირებით კოლეგების პოზიცია მოვისმინო საკითხზე, მაგალითად, რომელიმე კონკრეტული დებულების გაუმჯობესების, განსხვავებულად ჩამოყალიბების საჭიროება და ა.შ. მეც მაქვს ჩემი განსხვავებული შეხედულებები”, - განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, მისი განცხადება, რომ მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობს რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით, ნიშნავს თუ არა იმას, რომ არ გამორიცხავს წარმოდგენილი რეზოლუციის მოდიფიცირებული ვარიანტის მიღება გახდეს შესაძლებელი, სარჯველაძე პასუხობს - “ვერ გეტყვით, საკითხი არის ინიცირებული, საკითხს სჭირდება განხილვა და ამის შემდეგ პოზიციის ჩამოყალიბება".

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები