თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი „პეპლების იძულებითი მიგრაცია“.

„თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში”, პორტუგალიელი რეჟისორი, პედრუ კოშტა იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა რეჟისორ ნანა ჯორჯაძეს. კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი, შედგება 2 დეკემბერს. ფესტივალის დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ვეიტ ჰელმერის გერმანულ -ქართული ფილმი „გონდოლა”.

წელს კინოფესტივალს ეწვევიან კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბენუა ვოლნე (საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი (გერმანია), დოვერ ქოსაშვილი (ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.

სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ წარმოდგენილი იქნება სომხეთი.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი - „ოქროს პრომეთე“.

საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.

მხატვრული ფილმების ჟიურის წევრები არიან: მარი ამაშუკელი (საფრანგეთი), კატრიელ შორი (ისრაელი) და ევა ბლონდიაუ (გერმანია).

დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრებია არიან: ლუკას დ’ინტრო (იტალია), თომას ჰაიზე (გერმანია) და ჯად სალფიტი (ბრიტანეთი).

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში: ევროპული ფორუმი, ევროპული კინოს თვე, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი, ბრიტანული კინორეჟისორი ფოკუსში-პედრუ კოშტა, სამყარო დოკუმენტურ კინოში, აპოლო: კინოს მეხსიერება, განსაკუთრებული სეანსები და ქართული პანორამა.

24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ევროკავშირი საქართველოსთვის, შემოქმედებითი ევროპა, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ესპანეთის საელჩო, ავსტრიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, პოლონეთის საელჩო, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, ლიტვის საელჩო, ესტონეთის საელჩო, სომხეთის საელჩო, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რეჟისორ რუბენ მამულიანის რეტროსპექტივა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და მასტერქარდი. სპონსორები არიან: „ტერმინალი“, „ანფაუნდ დორი“, „ფექტორი“, სასტუმრო „რუმსი“, „ბადაგონი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეიძინეთ Tkt.ge-ზე ფესტივალის ბილეთები და აბონემენტი „თიბისი კონცეპტის“ Mastercard ბარათით და დაიბრუნეთ თანხის 20%.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი „პეპლების იძულებითი მიგრაცია“.

„თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში”, პორტუგალიელი რეჟისორი, პედრუ კოშტა იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა რეჟისორ ნანა ჯორჯაძეს. კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი, შედგება 2 დეკემბერს. ფესტივალის დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ვეიტ ჰელმერის გერმანულ -ქართული ფილმი „გონდოლა”.

წელს კინოფესტივალს ეწვევიან კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბენუა ვოლნე (საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი (გერმანია), დოვერ ქოსაშვილი (ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.

სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ წარმოდგენილი იქნება სომხეთი.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი - „ოქროს პრომეთე“.

საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.

მხატვრული ფილმების ჟიურის წევრები არიან: მარი ამაშუკელი (საფრანგეთი), კატრიელ შორი (ისრაელი) და ევა ბლონდიაუ (გერმანია).

დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრებია არიან: ლუკას დ’ინტრო (იტალია), თომას ჰაიზე (გერმანია) და ჯად სალფიტი (ბრიტანეთი).

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში: ევროპული ფორუმი, ევროპული კინოს თვე, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი, ბრიტანული კინორეჟისორი ფოკუსში-პედრუ კოშტა, სამყარო დოკუმენტურ კინოში, აპოლო: კინოს მეხსიერება, განსაკუთრებული სეანსები და ქართული პანორამა.

24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ევროკავშირი საქართველოსთვის, შემოქმედებითი ევროპა, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ესპანეთის საელჩო, ავსტრიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, პოლონეთის საელჩო, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, ლიტვის საელჩო, ესტონეთის საელჩო, სომხეთის საელჩო, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რეჟისორ რუბენ მამულიანის რეტროსპექტივა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და მასტერქარდი. სპონსორები არიან: „ტერმინალი“, „ანფაუნდ დორი“, „ფექტორი“, სასტუმრო „რუმსი“, „ბადაგონი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეიძინეთ Tkt.ge-ზე ფესტივალის ბილეთები და აბონემენტი „თიბისი კონცეპტის“ Mastercard ბარათით და დაიბრუნეთ თანხის 20%.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
სოფიო ხორგუანი - დღეს პოლიტიკაში ყველაზე მთავარი პრობლემა კეთილსინდისიერების, სიყვარულისა და გულწრფელობის ნაკლებობაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის