ადვოკატი - საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ ის  პირები, ვინც ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანს დოზაზე მეტი ნარკოტიკი გაუკეთა - ეს არის მკვლელობა

ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ ის პირები, რომლებმაც 20 წლის ფეხბურთელს, ვახტანგ ჩარკვიანს კლინიკაში დოზაზე მეტი ნარკოტიკული საშუალება გაუკეთა.

აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ექიმის პროცესი უნდა გაიმართოს.

„საბრალდებო სკამზე უნდა დასხდნენ ის პირები, ვინც ადამიანს დოზაზე მეტი ნარკოტიკი გაუკეთა. ექსპერტები გვეუბნებიან, 1000 ამპულა ნარკოტიკი რომ გაუკეთო სპილოს, ის ამხელა დოზას ვერ გაუძლებს. პროკურატურამ მტკიცებულება ამოიღო, რომლის მიხედვით, ადამიანს1000-მდე ამპულა ნარკოტიკი გაუკეთეს, თუმცა არ ადგენენ იმ პირს, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამის დადგენას სჭირდება ერთი კვირა, მაგრამ სამი წელია პროცესი იწელება. ჩვენ დაუსჯელს არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ! საქართველოში უნდა შეწყდეს ადამიანების მკვლელობა! ჩემი აზრით, ეს არის მკვლელობა, ვინაიდან 21 დღეში 1000-მდე ამპულა ნარკოტიკს ვერცერთი ორგანიზმი ვერ გაუძლებს. ეს არის დაუშვებელი“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარუდგინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს