გია ხუხაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცუდ დღეში არიან, მელიას გაშვება ძვირი დაუჯდებათ - ხაბეიშვილი რომ დიდი ხანია „ლაფატკაზე“ ზის, ეს ჩანს

ძალიან ცუდ დღეში არიან, მელიას გაშვება საბოლოო ჯამში ძალიან ძვირი დაუჯდებათ, ძალიან დიდ ფასს გადაიხდიან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ "ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩრდილოვან მმართველობაზე ილაპარაკოს, როდესაც თავად ორმაგი და სამმაგი ჩრდილოვანი მმართველობა აქვთ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად გაყოფილია. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის უმრავლესობას ხაბეიშვილი არა თუ არ მოსწონს, არაფრად არ მიაჩნია. არ აღიარებს ლიდერად და არც არის ლიდერი, არც თვითონ არ ფიქრობს ასე. მელია ძალიან აქტიურია და ავტორიტეტია შიდა პარტიული გაგებით და რაც უფრო დრო გადის, ის უფრო და უფრო აძლიერებს თავის პოზიციებს. ბუნებრივია, ნერვიულობენ იმიტომ, რომ პარტია ძლივს მოიგდეს იღლიაში და იქ რაღაც პროცესები მიდის, მელია გახდა მათთვის სერიოზული პრობლემა. მარტო მელია არა, იქ არის საკმაოდ დიდი ჯგუფი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვარები ვისიც ვიცით, ყველა მელიას მხარეს არის. ვისი გვრებიც გამიგია, ორი-სამი კაცის გამოკლებით, თითქმის ყველა იქით არის.

ხაბეიშვილი ახლა გაუგებარ ვითარებაშია. მმართველობის არაჯანსაღი სისტემა, რაც ამ პარტიაში ჩამოყალიბდა, ძალიან წააგავს „ოცნებისას“. ჩრდილოვან მმართველობაზე რომ აპელირებენ, რა უფლება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ილაპარაკოს „ქართულ ამასობაში“ ჩრდილოვან მმართველობაზე, როდესაც ორმაგი და სამმაგი ჩრდილოვანი მმართველობა აქვთ.

ფაქტობრივად, მელია ნელ-ნელა პარტიას თავისკენ ქაჩავს. იქით ხაბეიშვილს ზურგს უმაგრებს ადამიანი, რომელიც კვიპროსში ზის და არანაირად არ არის ფორმალიზებული, როგორც ამბობენ. წინ კიდევ აფარებული ჰყავს მეორე, რომელიც საავადმყოფოშია თუ ციხეში, ვერ გაიგებ. ოდიოზური ვითარებაა პარტიაში შექმნილი. ხაბეიშვილი გუშინ ფაქტობრივად აიძულეს, მას ინსტრუქცია ჰქონდა მიღებული, (ციხიდან თუ კვიპროსიდან არ ვიცი) რომ სიტყვა - „გარიცხეს“ არ უნდა თქვას და უნდა აორთქლდეს მელია. თვითონ არ მიდის, გარიცხვაც არ აწყობთ იმიტომ, რომ პარალელურად ერთიანობაზე ლაპარაკობენ და ერთიანობის დროს ასეთი სიტყვები არ უნდა გამოიყენო. ჟურნალისტებმა გუშინ „შეუსრულეს“, რასაც ჰქვია და დააწერინეს, ნიკა მელია გაათავისუფლებინეს პირდაპირ სტუდიაში, რაც პარტიის წესდების დარღვევით მოხდა იმიტომ, რომ ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლება მას არ ჰქონდა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გია ხუხაშვილის განმარტებით, ნიკა მელიას რომ ვერ იტანენ იმ ხალხისთვისაც კი გასაგებია, რომ ხაბეიშვილის ლიდერობა გაუგებრობაა.

მისივე თქმით, კარგად ჩანს ისიც, რომ ლევან ხაბეიშვილი „ლაფატკაზე ზის“ და მისი პარტიის ლიდერობიდან გაშვებაც სურთ.

„ხაბეიშვილი რომ გაუგებრობაა ყველას კარგად ესმის. ხაბეიშვილის მიღებული გადაწყვეტილება არ გაიშვას, ვინ ეკითხება ხაბეიშვილს გადაწყვეტილების მიღებას? აიძულეს ჟურნალისტებმა. ინსტრუქციის ფარგლებში მოქმედებდა, პატიოსნად იბრძოლა, რაც შეეძლო, მაგრამ არ აქვს ძალიან მაღალი ინტელექტი, რომ გაძრომოდა ბოლომდე. მიაყენეს კედელთან, ეს ადგა და რაღაც სისულელე გააკეთა. ეს ადამიანი გაუგებრობაა პარტიის ლიდერად და ყველას ესმის ეს. მელიას რომ ვერ იტანენ იმათაც ესმით. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე მომწიფებულია და ხაბეიშვილის გაშვება უბრალოდ რბილად უნდათ. წიხლს ხომ არ ამოკრავენ? ხაბეიშვილი რომ დიდი ხანია „ლაფატკაზე“ ზის, ეს ჩანს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა