„თიბისი კაპიტალის“ სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება

„თიბისი კაპიტალის“ სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამის მიზანია, მონაწილეებმა რეალურ სამუშაო გარემოში საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება მიიღოს.

„თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.

პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს „თიბისი კაპიტალის“ გუნდს შემოუერთდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთი-ერთი მსხვილი კომპანიის აქციების მფლობელი გახდები.

პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებს შეასრულებ.

ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებაზე „თიბისი კაპიტალის“ გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი, ჟიური გამოავლენს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. პროექტის დეტალებს გაეცანი და ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირდი ბმულზე: https://link.tbc.ge/Camp-registration

გაიცანი „კემპის“ შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს „თიბისი კაპიტალში:

„კემპი „თიბისისთვის“ და „თიბისი კაპიტალისთვის“ ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის გამარჯვებულები, ახალი ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით, ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები არიან. მიხარია, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. პროგრამის წინა 4 ნაკადის არაერთი გამარჯვებული, ჩვენი გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და კვლევების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ“, - განაცხადა მერი ჩაჩანიძემ, „თიბისი კაპიტალის“ მმართველმა დირექტორმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის