„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი მუმლაძე პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს პასუხისმგებლობის აღებისკენ და თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც გიორგი მუმლაძე განმარტავს, ხაბეიშვილის რიტორიკა გარკვეული ვიწრო ჯგუფის გაძლიერებას უწყობს ხელს და არა, პარტიის გაძლიერებას.

ის ასევე გამოეხმაურა ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხს და აღნიშნა, რომ „არავის გარიცხვას არ ეთანხმება“.

„ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებების აუცილებლობაზე დავიწყე საუბარი. ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილში მეტი აქტიურობა და პარტიის რეიტინგის ზრდის კუთხით დადებითი შედეგები. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, ბუნებრივია, პასუხისმგებლობა მაქვს, ჩემი პოზიცია მქონდეს შექმნილ ვითარებაზე. სამწუხაროდ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები პარტიის კონსოლიდაციას, ჩვენს თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას არ ემსახურება, ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვს მას და პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რომ არც ერთი პარტიული თანამდებობა და პრივილეგია არ ღირს იმად, რომ პარტიის ერთიანობა დაირღვეს, ან პარტია შესუსტდეს. ამიტომ, ვთვლი, ამ სიტუაციაში გამოსავალია, მან პასუხისმგებლობა აიღოს, თანამდებობა დატოვოს და ამის შემდეგ მოწვეული იყოს მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით, სწორედ, ეს პოლიტსაბჭო აირჩევს, როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს. მთელი 2024 წლის განმავლობაში, სწორედ, პოლიტსაბჭო წარმართავს საქმიანობას, ეს იქნება რეალურად კრიზისის დაძლევის მექანიზმი, ვინაიდან ჩვენ დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით. ყველა ის განაწყენებული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ წარმომადგენელი ჰყავს პარტიის მართვაში და ამ შემთხვევაში, მძიმე კრიზისის დასაძლევად აუცილებელია, პირველი, ლევან ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა ამ 9 თვის განმავლობაში რეალურად პარტიის ვერ გაძლიერებაზე, მეორეს მხრივ, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რომ ნებისმიერი პრივილეგია, თანამდებობა არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც რეალურად ჩვენ გვეკისრება, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ნაწილში.

აქვე დავძენ, ჩვენ, ყველანი მზად ვართ, ვიბრძოლოთ რეჟიმის დასამარცხებლად, ეს უნდა იყოს მთავარი მოტივატორი და არა პირადი პრივილეგია, ეს არის ჩემი შეთავაზება, როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის. მივმართავ ჩემ მხარდამჭერებს, მეგობრებო, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ღირსეულად დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ასეთი დემოკრატიული ჩართულობით, დემოკრატიული ღირებულებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებებით პარტიაში, ერთად დავსხდეთ და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით, საპარლამენტო არჩევნებიდან 3 თვეში, პარტიის ახალი თავმჯდომარე ავირჩიოთ“, - განაცხადა მუმლაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი