„თიბისის“ მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ Startup-მარათონს გამართავს

„თიბისის“ მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის Start-up მარათონს გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს მეწარმეობის უნარების განვითარებას, მონაწილეებისთვის ბიზნესისა და „ანტრეპრენერობის“ პრინციპების გაცნობასა და პროფესიონალებთან ერთად რეალურ ბიზნეს იდეაზე მუშაობის შესაძლებლობის შექმნას.

„მარათონში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც აპლიკაციის გამოგზავნას გულისხმობდა, უკვე დასრულდა. შერჩეული გუნდები შემდეგ ეტაპზე გადავლენ და ტრენერებთან ერთად ბიზნეს იდეის ძირითად საკითხებს დაამუშავებენ. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს გამოცდილი და პროფესიონალი მენტორები უხელმძღვანელებენ.

„თიბისი“ ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია პარტნიორობს აღნიშნულ პროექტთან. „თიბისისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების მხარდაჭერა ასეთ წამოწყებებში, ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება საქართველოში. სწორედ ამიტომ, „თიბისი“ ახალი თაობისთვის სტარტაპერთან ერთად მარათონში მონაწილე შერჩეულ გუნდს დააჯილდოებს და ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეის განხორციელებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს