თავდაცვის მინისტრი ენგურზე საბაჟოს მოწყობაზე - საერთაშორისო არენაზე ძალისხმევას არ ვაკლებთ, რომ ყველა უკანონო ქმედება გავაპროტესტოთ

ჩვენ ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არ ვაკლებთ, რომ გავაპროტესტოთ ყველა უკანონო ქმედება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ენგურზე საბაჟო გამშვები პუნქტის მოწყობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ისინი არცერთ შემთხვევაში ლმობიერები არ იქნებიან უკანონო ქმედებებზე.

„ჩვენ ძალისხმევას საერთაშორისო არენაზე არ ვაკლებთ, რომ გავაპროტესტოთ ყველა უკანონო ქმედება. იცით, თქვენ ბოლო შემთხვევა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ჩვენ ყველა პლატფორმაზე, მათ შორის, მე როდესაც მონაწილეობა მივიღე ახლა, სამმხრივ მინისტერიალში და სხვა მინისტერიალებში, ყველგან დავაფიქსირე, რა თქმა უნდა, ჩვენი უმკაცრესი პოზიცია ამ შემთხვევაში და ჩვენ არ ვიქნებით არცერთ შემთხვევაში ლმობიერები უკანონო ქმედებებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები