ვიქტორ ორბანი ევროკომისიას მოუწოდებს, ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის გაწევრიანების საკითხი ამოიღონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ქვეყნისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხები ამოიღონ, რადგან ისინი მაინც ჩავარდება.

„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო დეკემბერში, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან კონსენსუსის აშკარა არ არსებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს“, - აღნიშნულია ორბანის წერილში.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ორბანი ამ მუქარით ცდილობს, უნგრეთმა გაყინული დახმარება, 27 მილიარდი ევრო მიიღოს.

აღნიშნული თანხა ბრიუსელმა იმ შეშფოთების გამო გაყინა, რომელიც ბლოკში არსებობს ქვეყანაში კორუფციასა და ევროპული დაფინანსების სავარაუდოდ არასწორად გამოყენების გამო.

ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისა და დახმარების საკითხების დაბლოკვის მუქარის გაჟღერების შემდეგ ევროკომისიამ მიანიშნა, რომ შესაძლოა ბუდაპეშტისთვის გამოყოფილი 10 მილიარდი ევრო განბლოკოს.

გერმანელი ევროპარლამენტარი, დანიელ ფროინდი ევროკავშირს მოუწოდებს, ბუდაპეშტს, საჭირო რეფორმების შესრულებამდე, თანხა არ გადაურიცხოს.

„ორბანის მთავრობამ არ შეასრულა საჭირო რეფორმები. ფული არ უნდა შევიდეს. თუ კომისია სხვაგვარად გადაწყვეტს, ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო იქნება: ისინი შეეცდებიან დააშოშმინონ ორბანი, რომელმაც ვეტოს მუქარით ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო