ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს არ უჭერს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, რადგან ისრაელს „ჰამასის“ დამარცხების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ბერლინი იცავს პოზიციას, რომ ისრაელს უფლება აქვს ქვეყნის წინაშე წარმოქმნილი საფრთხეებისგან თავი დაიცვას და „ჰამასი“ გაანადგუროს.

„ჩვენი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ისრაელს, ასევე, უნდა ჰქონდეს უფლება დაამარცხოს „ჰამასი“ და ხელი შეუშალოს მას ტერორისტული აქტების განხორციელებაში“, - განაცხადა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანია საომარ მოქმედებებში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადების მომხრეა, მაგრამ არ ითხოვს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას, რადგან „ისრაელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ დაამარცხოს „ჰამასი“.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს