ირაკლი ბერაია - საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ალიანსის წევრობას იმსახურებს

ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან ჩვენი მთავარი სასაუბრო არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ნატო-ს წევრობას იმსახურებს.

„ყველაზე მთავარი, რაზეც საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ჩამოვიდა, ეს არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. განსაკუთრებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი დელეგაცია ხმამაღალი იქნება იმაში, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ვუთხრათ, რომ ჩვენ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი პარტნიორების მხრიდან. საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ნატო-ს წევრობას იმსახურებს. ბურთი არის ალიანსის მოედანზე. იმედი გვაქვს, რომ გონივრულ ვადებში იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, ასევე ნატო-ში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ