იაგო ხვიჩია - თუ რამეა უხერხული სტუმრებთან, რომლებიც კომიტეტის სხდომას ესწრებიან, ბატონი თენგიზ შარმანაშვილის განცხადებაა, რომელიც პარლამენტში დაბერდა და ჭკუა მაინც ვერ ისწავლა, როგორ უნდა მოიქცეს

ჩემი აზრით, თუ რამე არის უხერხული ამ სტუმრებთან, რომლებიც კომიტეტის სხდომას ესწრებიან, ბატონი თენგიზის განცხადებაა, რომელიც ამ პარლამენტში დაბერდა და მაინც ჭკუა ვერ ისწავლა, როგორ უნდა მოიქცეს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თენგიზ შარმანაშვილს მიმართა.

იაგო ხვიჩიას კომენტარი თენგიზ შარმანაშვილის პროტესტს მოჰყვა, რომელმაც სხდომის თავმჯდომარეს დავით მათიკაშვილს მიმართა თხოვნით, რეგლამენტი დაეცვა. შარმანაშვილის განცხადებით, ის დამაზუსტებელი კითხვები, რომლებითაც იაგო ხვიჩიამ მომხსენებელს, შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს მიმართა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტის მესამე მოსმენით განხილვისას, არ შედის რეგლამენტში.

„ეს არ არის მესამე მოსმენის საკითხები, თუ ვინმეს აქვს პირადი კითხვები, მას შეუძლია დაუსვას. პატივი უნდა სცეთ ჩვენს დროსაც, რაც არის რეგლამენტით განსაზღვრული, გთხოვთ დაუბრუნდეთ იმ პროცედურას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ასეთი გამონაკლისები დაუშვით, მესამე მოსმენა თუ ვაქციეთ მეორე მოსმენად ან პრინციპების საკითხებზე ვისაუბრეთ, არ გამოვა. მესამე მოსმენის საკითხები ეს არ არის და ასეთი საკითხების განხილვა არის დაუშვებელი. მე ამას მოვითხოვ როგორც კომიტეტის წევრი“,- განაცხადა შარმანაშვილმა.

დავით მათიკაშვილმა იაგო ხვიჩიას გაფრთხილება მისცა და განაცხადა, რომ მეორედ მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისას, მას სხდომას დაატოვებინებდა.

„გაძლევთ შენიშვნას და მეორე ასეთ ქცევაზე გთხოვთ, რომ დატოვოთ დარბაზი, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ამ ადამიანს და ისეთი ტექსტით და ისეთი სიტყვებით გამოთქვით თქვენი აზრი, რომელიც მიუღებელია. სტუდენტები რომ არ ესწრებოდნენ სხდომას, იმ შემთხვევაშიც მიუღებელია, ყველა შემთხვევაში მიუღებელია და ზრდილობის პრობლემები წესით არ უნდა გქონდეთ და სამწუხაროდ, ეს პრობლემები გაქვთ“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ხვიჩიას პირადი შეურაცხყოფებისგან თავის შეკავებისკენ თავად შარმანაშვილმაც მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებ, პირად შეურაცხყოფებს თავი დაანებეთ! ეს ადამიანი გადასულია პირად შეურაცხყოფებზე, სამარცხვინოდ იქცევა, ამოვიდა ყელში! თუ არ შეწყდება რეგლამენტის დარღვევა, ავდგები და დავტოვებ დარბაზს.“- განაცხადა შარმანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკუთხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა შს სამინისტროს მიერ მომზადებული ინიციატივა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულების შემოღებას ითვალისწინებს.

ამ მიმართულებით ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ხორციელდება.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება.

ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.

ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება.

ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა