პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველი - მაჰმუდ აბასი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას გმობს, მაგრამ არა საჯაროდ

პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმას გმობს, მაგრამ არა საჯაროდ, - ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაჰმუდ ჰაბაშმა The Times of Israel-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მსოფლიო ლიდერებთან 70-ზე მეტი სატელეფონო ზარისა და შეხვედრის დროს, იყო ეს ჯო ბაიდენი თუ ნიკოლას მადურო, პრეზიდენტი აბასი ყოველთვის აღნიშნავს, რომ იგი ეწინააღმდეგება იმას, რაც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს გააკეთა და რომ „ჰამასი“ პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს“, - განაცხადა მაჰმუდ ჰაბაშმა.

მაჰმუდ ჰაბაშმა აღნიშნა, რომ სანამ ღაზაში ომი გრძელდება პალესტინის პრეზიდენტი „ჰამასის“ საჯაროდ დაგმობას არ აპირებს.

„რომ არა ისრაელის აგრესია ღაზას წინააღმდეგ, პრეზიდენტი აბასი „ჰამასს“ არაერთხელ დაგმობდა, მაგრამ როგორც კი ისრაელის აგრესია დაიწყო და გაგრძელდა, მისთვის ან რომელიმე სხვა პალესტინელი ლიდერისთვის „ჰამასის“ საჯაროდ დაგმობის მოთხოვნა სისულელეა“, - აღნიშნა მაჰმუდ აბასის მრჩეველმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს