„ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალი ხალხმრავლობისა და სადღესასწაულო პროგრამის ფონზე მიმდინარეობს

„ბიბლუსი ჯგუფის“ მიერ ორგანიზებული „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ ხალხმრავლობისა და სადღესასწაულო პროგრამის ფონზე მიმდინარეობს. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში დღეს, 11:00 საათზე გაიხსნა, თუმცა, მომხმარებლებმა ადგილზე მისვლა რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს.

ღონისძიების სადღესასწაულო პროგრამა დრამერების შოუთი, ასევე თოვლის ბაბუს, გუნდასა და ოჩოფეხების მონაწილეობით დაიწყო.

სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი თბილისის ბავშვთა ორკესტრმა გამოიწვია, რომელმაც არაერთი გამორჩეული მუსიკალური ნომერი შეასრულა და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

დღის განმავლობაში სადღესასწაულო პროგრამა გრძელდება. მათ შორის დაგეგმილია ილუზიონისტის შოუ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მრავალფეროვანი აქტივობები ფესტივალის მიმდინარეობისას, 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიებაზე გრანდიოზული ფასდაკლება განსაკუთრებული შეთავაზებები და სადღესასწაულო პროგრამაა წარმოდგენილი.

„ბიბლუსი ჯგუფის“ ბიზნესის განვითარების დირექტორის ანა ივანიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ღონისძიებაზე გარდა მრავალფეროვნებისა და უახლესი კოლექციისა, სტუმრებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ.

„საახალწლო ფესტივალის ჩატარების იდეა ძალიან დიდი ხანია გვქონდა მენეჯმენტს, იმიტომ, რომ „ბიბლუსში“, მართალია, მთავარი მიმართულება წიგნებია, მაგრამ პარალელურად ძალიან აქტიურად განვითარდა სხვადასხვა კოლექციების ხაზი, მათ შორის ჩვენს მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით საახალწლო ხაზი სარგებლობს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ეს განსხვავებული და ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაგვეკეთებინა ჩვენი მომხმარებლისთვის. გარდა მრავალფეროვნებისა და უახლესი კოლექციისა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ საქართველოს მასშტაბით სხვაგან ვერ ნახავთ, აქ სტუმრებს ელოდებათ განსაკუთრებული შეთავაზებები. ფესტივალი დღეს დაიწყო და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, დილის 11:00 საათიდან, 22:00 საათამდე”,- განაცხადა ანა ივანიშვილმა.

ამასთან, ღონისძიებაზე განსაკუთრებული პოპულარობით „ჟირაფი ჟოზე“ სარგებლობს, რაზეც სალარო-აპარატებთან სათამაშოთი ხელში ხალხთა დიდი რაოდენობა მიგვითითებს. ერთ-ერთი მომხმარებელი აღნიშნავს კიდეც, რომ სწორედ ამ სათამაშოზე განსაკუთრებული ფასდაკლების გამო მოვიდა დღევანდელ ღონისძიებაზე.

„ჟოზეზე“ იყო ძალიან კარგი აქცია და ამის გამო გამოვედი ორო ბავშვით. დღეს ბაღში არ გავუშვი, რადგან ვიფიქრე ძალიან ლამაზი გარემო იქნება და იქ უკეთ გაერთობიან-თქო”, - აღნიშნა მომხმარებელმა.

ცნობისთვის, დღეს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ გაიხსნა. ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“. რაც შეეხება ფასდაკლებებს, "ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: "ბიბლუსის“, "პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით თიბისის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ. „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე იყო დაგეგმილი, თუმცა მომხმარებელთა თხოვნით, ღონისძიება 22:00 საათამდე გაგრძელდება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის