მამუკა მდინარაძე - როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარია მხარდამჭერია, საქართველოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს?! - ნუ ჰყვებით სულელურ არგუმენტებს!

როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, საქართველოზე ნეგატიური გავლენა იქონიოს?! - ნუ ჰყვებით სულელურ არგუმენტებს! - ეს განცხადება მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის მტკიცებით, შეუძლებელია უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციის გამო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაბლოკვა მოხდეს და ამაზე საუბარი ოპოზიციის ნარატივია.

„როგორ შეიძლება უნგრეთის პოზიციამ, რომელიც ამ ქვეყნის ევროინტეგრაციის მთავარი მხარდამჭერი და ლობისტია, ნეგატიური გავლენა იქონიოს?! ჩვენ უნგრელებს მოვუწოდებთ, რომ კი ბატონო, დიდი მადლობა, რომ ასე გვიჭერთ მხარს, მაგრამ არც უკრაინას შეუშალოთ ხელი ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში.

იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულმა წარმომადგენლებმა საქართველოს მიმართ უამრავი რამ იკადრეს, ჩვენ მათ ასე არ ვექცევით. პირიქით, იგივეს არასდროს ვიკადრებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროინტეგრაციის ნებისმიერ ნაბიჯს. ჩვენი დელეგაციაც თავისი ურთიერთობების ფარგლებში ამას აკეთებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი დეკემბრის სამიტიდან უკრაინის EU-ში გაწევრების საკითხის მოხსნას ითხოვს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები