ჯო ბაიდენი - ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს - სენატს მოვუწოდებ, მხარი დაუჭიროს უკრაინელ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს, თავისუფლებას დაუჭიროს მხარი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბაიდენი “ტვიტერის” პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

“ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია… მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თუ რას იზამს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რა დაემართება “დიდი შვიდეულის” პირობებს? რა დაემართება ნატო-ს პირობებს? რას გააკეთებენ ისინი?..

ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს. ამიტომ სენატს მოვუწოდებ რამე ქნას, და სწორი რამ - მხარი დაუჭიროს უკრაინელ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს. თავისუფლებას დაუჭიროს მხარი”, - განაცხადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, ოთხშაბათს უკრაინისთვის, ისრაელისთვისა და ტაივანისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების დიდმა პაკეტმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია