ვალერი ჩეჩელაშვილი - ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ საქართველო 15 დეკემბერს მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა გარკვეული ღრუბლები გაჩნდა - რადგან ევროკავშირი პაკეტური ოფციით გამოდის, შესაძლებელია, გადაწყვეტილება ვერ გავიდეს

ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ საქართველო 15 დეკემბერს მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა გარკვეული ღრუბლები გაჩნდა , - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ამ კონტექსტში ჩეჩელაშვილმა ისაუბრა უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის პოზიციონირებაზე და განაცხადა, რომ ორბანს საქართველოსთან მიმართებაში პრობლემა არ აქვს, თუმცა, რადგან ევროკავშირი გამოდის პაკეტური გადაწყვეტილების ოფციით, შესაძლებელია, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება ვერ გავიდეს.

„ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ საქართველო 15 დეკემბერს, მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა გარკვეული ღრუბლები გაჩნდა, ეს არ არის, მხოლოდ, ორბანის მთავრობა, ეს არის, აგრეთვე, სლოვაკეთი და ნიდერლანდები. რაც შეეხება ვიქტორ ორბანს, მას საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს და საქართველოს არ დაბლოკავს. ჩვენს კანდიდატის სტატუსს მხარს დაუჭერს. საქმე იმაშია, რომ მას როგორც ქვეყნის ხელმძღვანელს აქვს საკუთარი დღის წესრიგი. ორბანს აწუხებს ის გარემოება, რომ ევროკავშირმა მას შეუჩერა დახმარების პროგრამა. ამიტომ ორბანი ბლოკავს უკრაინისთვის 50 მილიარდიან ევროს დახმარებას, რადგან ესაჭიროება ეს დახმარება საკუთარი ქვეყნისთვის.

მეორე საკითხი არის ის, რომ ორბანს უკრაინასთან დაკავშირებით პესიმისტური დამოკიდებულება აქვს და თვლის, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნა არის ნაადრევი ნაბიჯი. ჩვენთან მიმართებაში ორბანს პრობლემა არ აქვს, მაგრამ რადგან ევროკავშირი გამოდის პაკეტური გადაწყვეტილების ოფციით, შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი ეს გადაწყვეტილება ვერ გავიდეს“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისივე განმარტებით, ერთის მხრივ, თუკი უკრაინას არ დაუჭირეს მხარი და მეორეს მხრივ, ევროკავშირმა უარი არ თქვა პაკეტურ გადაწყვეტილებაზე, ამან შეიძლება საფრთხე შექმნას.

რაც შეეხება კონკრეტულად უკრაინის საკითხს და მისთვის დახმარების პაკეტების შემცირებას, ჩეჩელაშვილის შეფასებით, ყველა მონაცემებით, ევროპული ქვეყნების და ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას.

ის დარწმუნებულია, რომ აშშ და ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების პაკეტს გამოყოფს, რადგან ეს არ არის უკრაინის წაგება-მოგების საკითხი, ეს არის მომავალი გლობალური წესრიგის საკითხი.

„თითქმის ორი წელიწადია ომი მიმდინარეობს და გარკვეული დაღლილობა საზოგადოებაში შეინიშნება. ყველა მონაცემებით, ევროპული ქვეყნების და ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს უკრაინას და მისადმი დახმარებას. კარგი იქნება კითხვა დავუსვათ სლოვაკეთის და უნგრეთის მთავრობებს - რა ურჩევნიათ მათ საზღვრებზე, ევროპული, დემოკრატიული უკრაინა თუ აგრესიული და იმპერიული რუსეთი?.

დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის კონგრესში საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და 61 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინისთვის. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი გამოყოფს 50 მილიარდი ევროს დახმარებას. ევროკავშირში, მხოლოდ ორბანი ბლოკავს ამ დახმარების პაკეტს. ამერიკელებიც აუცილებლად გამოყოფენ ამ თანხას, რადგან ეს არ არის უკრაინის წაგება-მოგების საკითხი. ეს არის მომავალი გლობალური წესრიგის საკითხი და ეს არის თავისუფალ სამყაროში აშშ-ს ლიდერობის საკითხი“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის