ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე ესაუბრა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას.

„პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის „ჰამასისგან“ განცალკევების აუცილებლობაზე, მათ შორის დერეფნების მეშვეობით, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს უსაფრთხოდ გადავიდნენ საომარი მოქმედებების განსაზღვრული ტერიტორიებიდან“, - აცხადებენ თეთრ სახლში.

ბაიდენმა ნეთანიაჰუს ასევე განუცხადა, რომ „გადაუდებლად საჭიროა“ ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მეტი დახმარების მიწოდება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს