ლევან ბეჟაშვილი - ახალი არაფერი მომხდარა - პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა - არც ერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ ჰქონია

ახალი არაფერი მომხდარა - პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბმა დატოვა, - ასე აფასებს პარტიიდან ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას წასვლას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.

ბეჟაშვილის თქმით, ბოლო 12 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტები „ნაციონალურ მოძრაობაში" რამდენიმე ეტაპად მოხდა და „არც ერთ ასეთ ცალკე გასვლას შედეგი არ ჰქონია“.

„საზოგადოებამ იმ 8-9 თვიანი კამპანიის ლოგიკური დასასრული იხილა, რომელსაც არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატის საარჩევნო შტაბი აწარმოებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამალებული კამპანია მიმდინარეობდა. მათი სტრატეგია იმთავითვე ცნობილი იყო - ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ პარტიისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ, შემდგომ კი გასულიყვნენ და ცალკე პარტია შეექმნათ. ამიტომ საზოგადოებისთვის არაფერი ახალი არ მომხდარა. ასეთი ფაქტებიდან „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ უფრო ძლიერი გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების კოალიციის შექმნას მიაღწევს. გამარჯვების კარი ყველასთვის ღიაა“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე