დიმიტრი მედვედევი - რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის შეტაკებისა და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა.

„კარიბის კრიზისის დაწყებიდან, რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე, რომელიც მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, ასეთი რეალური არასდროს ყოფილა”, - წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, უკრაინა არის მეორადი სახელმწიფო, რომელიც კოლაფსის პროცესშია და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილი, დაეხმაროს უკრაინელებს „პრიმიტიული შანტაჟია“.

„ამერიკის კონგრესის პრიმიტიული შანტაჟი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან სულაც არ არის ახალი და ისტორიული პრეცედენტები აქვს.

„მიეცით ფული ჩვენს ბიჭს (ჩასვით სასურველი გვარი), თორემ რუსებთან ომი მოგვიწევს” - ასე ამბობდნენ სხვადასხვა დროს ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტები და თავიანთ კანონმდებლებს ფულს სძალავდნენ“, - წერს მედვედევი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა