თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ანა გოგოლაძემ პარტია დატოვა

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ანა გოგოლაძემ პარტია დატოვა.

ანა გოგოლაძე პარტიის დატოვების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხედვები, ბრძოლის მეთოდები და პარტიის მართვის გზები ერთმანეთს ასცდა.

„მინდა გაცნობოთ ჩემი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მივიღე ჩემს პირად განწყობებზე, ხედვებსა და მიზნებზე დაყრდნობით და მათი გათვალისწინებით.

ყოველთვის ვიყავი და ვიქნები დემოკრატიული ღირებულებების და ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების დიდი მხარდამჭერი. ამასთანავე, ყოველგვარი უსამართლობის მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი.ეს არის პრინციპები, რომლებიც ყოველთვის განსაზღვრავენ ჩემი, როგორც პიროვნების და პოლიტიკოსის გადაწყვეტილებებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და შექმნილი ვითარება ყველას გვკარნახობს, რომ პოლიტიკური პროცესები არასწორად იმართება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ჩემი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხედვები, ბრძოლის მეთოდები და პარტიის მართვის გზები ერთმანეთს ასცდა. შესაბამისად, საჭიროდ და ლოგიკურად ვთვლი, რომ ვიყო იმ გუნდში, რომელიც ასახავს ჩემს ხედვებს და მიდგომებს.

მე ვუერთდები იმ ახალ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იქნება პლატფორმა სწორი, საღი და რაც მთავარია, ჩემთვის მისაღები ფასეულობების და ღირებულებების. ახალ გუნდთან და თანამოაზრეებთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, მეტად დემოკრატიული საქართველოსთვის და ჯანსაღი პოლიტიკური კულტურის დასამკვიდრებლად.

ეს გადაწყვეტილება ასევე ნაკარნახევი იყო იმ მოცემულობით, რომ ამომრჩეველი ჩიხში შესულ პოლიტიკურ პროცესში წლებია ეძებს და ვერ პოულობს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემს და არ ინანებს. პარტიას, რომელიც ამ ნიჰილიზმით სავსე სივრცეში, ერთგვარად შეძლებს და დაუბრუნებს რწმენას ამომრჩეველს-რწმენას იმისა, რომ შესაძლებელია შინაარსიანი, ანგარიშვალდებულებანი და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკის კეთება. შესაბამისად მინდა და მზად ვარ , რომ სწორედ ასეთი პოლიტიკური ძალის ნაწილი გავხდე.

საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი მოდის და ასეთ მნიშვნელოვან დროს, სრულად მზად ვართ წინსვლისთვის, განვითარებისათვის და უკეთესი, ევროპული მომავლისათვის.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, განსაკუთრებით კი პარტიის იმ წევრებს, რომლებიც გამოირჩევიან თავდადებული შრომისმოყვარეობით და გულწრფელი პოლიტიკური მიზნებით, ვუსურვებ წარმატებებს და ქართულ პოლიტიკაში ღირსეული ადგილის შენარჩუნებას“, - წერს ანა გოგოლაძე სოციალურ ქსელში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო