მამუკა ხაზარაძე - წარმოუდგენელია, როცა საქართველოს მოქალაქის მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს - დუმს იმიტომ, რომ გვყავს რუსული ხელისუფლება, მათ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეშინიათ

გალის რაიონში ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს. წარმოუდგენელი რაღაცაა, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიისა და მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს, დუმს იმიტომ, რომ გვყავს რუსული ხელისუფლება, მათ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეშინიათ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გალში, სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლებას იმის „ეშინია, რომ მსოფლიოს მსგავსი ფაქტების არსებობის შესახებ გააგებინოს“.

„ეს არის იმის შედეგი, რომ სულ რაღაც რამდენიმე ხნის წინ გინტური მოკლეს, ცინიკურად და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაგირება ჰქონია. ახლა, მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი გალის რაიონში. ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიისა და მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს. დუმს იმიტომ, რომ გვყავს რუსული ხელისუფლება, მათ საკუთარი მოქალაქეების დაცვის ეშინიათ. სიტყვის ამოღების ეშინიათ. ეშინიათ, რომ მსოფლიოს, დიპლომატიურ სამყაროს გააგებინოს, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ესენი არიან, ასე ვთქვათ, კონფლიქტიდან კონფლიქტამდე როგორმე გადააგორონ სიტუაცია. ამით არიან დაკავებულები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია