მაია ბითაძე წიაღის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე წიაღის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და სამართლებრივი დახვეწის გზები განიხილეს.

როგორც აღინიშნა, საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტში სამუშაო ფორმატში შეხვედრებს დარგის სპეციალისტებთან და სფეროს წარმომადგენლებთან გააგრძელებს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს